პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროკავშირს მიბაძავს და საქართველოს გაწევრების 9 კრიტერიუმს ისე შესთავაზებს, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა.
პარლამენტში, 1-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია.
„ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრების 9 კრიტერიუმს შესთავაზებს, რომელთა შესრულებას ჩვენს ქვეყანას ისე დააახლოებს ჩრდილოატნალტიკურ ალიანსთან, როგორც ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.