LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: „NATO-ში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ“

127
ირაკლი ჩიქოვანი

„NATO-ში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის.

„ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს მისიებში“, – განაცხადა მინისტრმა.

„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად“ – ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება NATO-ელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სამხედროების მაღალ შეფასებაზეც გაამახვილა.

NATO-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას, მან აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება, როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე NATO-თან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენაა მიმართული.

„არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომელსაც NATO-თან ერთად ვატარებთ.

მნიშვნელოვანია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“. – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კობახიძე: მთავრობაში ერთი ცვლილება მოხდება – ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები