„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.
ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2024
მეწყერის შედეგად დაღუპულების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო დამცველიც:
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ჩვენი…
Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2024
ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ისინი ხუთ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.