LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ვენეციის კომისია ადასტურებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკრაინულის იდენტურია, დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია

145
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე აცხადებს, რომ კომისია ადასტურებს, რომ კანონი უკრაინულის იდენტურია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი არსი
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი:

▪️ კომისია ადასტურებს, რომ კანონი უკრაინულის იდენტურია.

▪️ კომისია ადასტურებს, რომ დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია.

▪️ აქვს პროექტის დახვეწის რეკომენდაციები, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით პროექტის განხილვის დროს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი:

▪️ ჩვენს მიერ დასკვნისთვის წარდგენილ პროექტზე არსებითი შენიშვნა არ აქვს.

▪️ თუმცა, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში განიხილა საკითხი და ევროკომისიის რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით „კორპორატივიზმის“ აღმოსაფხვრელად. თუმცა ამ დასკვნაშიც, ისევე როგორც წინა დასკვნაში, კომისია ამბობს, რომ თავად ვერ იტყვის, რომ კორპორატივიზმი არსებობს და რომ ეს მას მხოლოდ სმენია.

▪️ ვენეციის კომისიამ ასევე გაიმეორე მისი წინა რეკომენდაცია 2021 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, თუმცა, იქვე დაადასტურა, რომ ვინაიდან ეს ცვლილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის პოზიცია, რომ ის ელის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისაღებია.

მომავალ კვირას ველით ამავე პროექტებზე ეუთო/ოდირის დასკვნას, რის შემდეგაც პარლამენტი განაახლებს პროექტების განხილვას”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g