LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზელებს ჩვეულებრივი ტაქსების ნაცვლად ისტორიული Renault-ები მოემსახურნენ

48

პარიზელებს ჩვეულებრივი ტაქსების ნაცვლად ისტორიული Renault-ები მოემსახურნენ. უჩვეულო აქცია თავად Renault-მა, თავისი 120 წლის იუბილის აღსანიშნავად მოიფიქრა.

პარიზის ტაქსის კომპანიის კლიენტებს ჩვეულებრივი ავტომობილების ნაცვლად ისტორიული, მუზეუმიდან გამოყვანილი მოდელები ემსახურებოდნენ. აქცია ერთი დღე გაგრძელდა და შემთხვევით შერჩეულ იღბლიან პარიზელებს 7 ავტომობილის გამოცდის საშუალება ქონდათ. მათ შორის იყვნენ – სედანი 4CV, უნიკალური კონცეპტ-ქარი pRoject 900, პოპულარული სედანი მოდელი 12 და მინივენი Espace.

აღსანიშნავია, რომ უჩვეულო დაბადების დღეს და მგზავრების რეაქციებს ფარული კამერები იღებდნენ და კადრები მოგვიანებით ქსელშიც გავრცელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები