LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზელი სექს მუშაკები ოლიმპიური თამაშების გამო ჩივიან

119
7a459f37580130a2789a8d8f9ad64ed5

საფრანგეთში მეძავებს მუშაობა ძალიან გაუჭირდათ მას შემდეგ, რაც პარიზში ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ამის შესახებ News. Com.au წერს.

ნაციონალური სააგენტოს და საქველმოქმედო ორგანიზაციების ინფორმაციით, საფრანგეთში უძველესი პროფესიით დაახლოებით 40 ათასი ადამიანია დაკავებული.

ფრანგული კანონების მიხედვით, პოლიციის ჩარევის შემთხვევაში ასეთ მომსახურებაზე პასუხისმგებლობას კლიენტები და სუტენიორები იღებენ. ამასთან, სექს-ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები თუ მამაკაცები დარეგისტრირებულები უნდა იყვნენ, თუმცა ხშირად ისინი წესებს არ იცავენ.

ოლიმპიური თამაშების დაწყების დღიდან ქუჩებში პატრულის რაოდენობა გაიზარდა და სექს-მუშაკები, რომლებსაც დოკუმენტაცია არც თუ ისე მოწესრიგებული აქვთ, შიშობენ, რომ შესაძლოა ისინი დააპატიმრონ და შემოსავლის გარეშე დატოვონ.

პრობლემად იქცა ასევე უსაფრთხოების ახალი წესები და ქვეითებისა თუ ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაც.

ამასთან, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან თუ შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სექს-მუშაკებს ჩვეული სამუშაო ადგილების დატოვებაც მოუწიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები