LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი აპირებს, რომ ტურისტული გადასახადი სამჯერ მეტი გახადოს

195
399327709_10227215719913562_6962864521922094265_n

პარიზში სურთ, რომ ტურისტული გადასახადი ზოგიერთ სასტუმროში პირდაპირ 200%-ით გაზარდონ.
ინიციატივის ავტორი საფრანგეთის ხელისუფლებაა, რომელმაც ილ-დე-ფრანსის რაიონში დამატებითი გადასახადი შემოიღო. შედეგად კონკრეტულ სასტუმროებში გადასახადის სამჯერ ზრდაზეა საუბარი, წერს გამოცემა connexion france.

ჩინოვნიკებმა გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერეს და მიზანი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლაა.

პროტოკოლის მიხედვით, 2031 წლამდე ქალაქის სატრანსპორტო სისტემა უნდა გაუმჯობესდეს და ამისთვის ფინანსები ნაწილობრივ ვიზიტორთა ჯიბეებიდანაც უნდა აიღონ.

ამ რეგიონის შემადგენლობაში 8 დეპარტამენტი შედის: პარიზი, სენა და მარნა, იველინი, ესონი, ო-დე-სენა, სენა-სენ-დენი, ვალ-დე-მარნი და ვალ-დუაზი. დედაქალაქში მოსაკრებლის ოდენობა 0,24 ცენტიდან 5 ევრომდე იქნება, სასტუმროს შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მთავრობას სურს, რომ გადასახადი მაქსიმუმ 3-ჯერ გაიზარდოს. ასე რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დამსვენებლებს დღეში 5 ან 15 ევროს დამატება მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები