LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ისტორიას ცვლის: ოლიმპიადის გახსნა მდინარეზე ჩატარდება და ყველაზე სანახაობრივი იქნება

112
202112140609-main

2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება.

„სენაზე გაიმართება ყველაზე სანახაობრივი და ყველაზე ხელმისაწვდომი გახსნის ცერემონია ოლიმპიადის ისტორიაში. ღია ყველასთვის, ღია თქვენთვის“, – ნათქვამია პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

მონაწილე გუნდების დელეგაციებს 160 ნავზე განათავსებენ, რომლებიც აუსტერლიცის ხიდიდან ეიფელის კოშკის რაიონში მდებარე იენის ხიდამდე გაცურავენ. მთელი მსოფლიოდან 10.5 ათასი ოლიმპიელი სპორტსმენი ჩავა.

ცერემონიაზე დასწრებას დაახლოებით 600 ათასი ადამიანი შეძლებს. ისინი ხილვას ხიდებიდან და სანაპიროდან შეძლებენ.

აღლუმის მარშრუტის სიგრძე 6 კილომეტრს შეადგენს. ნაპირის ორივე მხარეს 80 უზარმაზარ ეკრანს დადგამენ.

საზეიმო გახსნაზე დაახლოებით 120 ქვეყნის მეთაური და მთავრობის წევრები ჩავლენ.

გახსნის ცერემონია 2024 წლის 26 ივლისს გაიმართება.
ოლიმპიადა კი 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები