პარიზის მერიამ გადაწყვიტა, გათავისუფლდეს მეტროს ქაღალდის ბილეთებისგან, რომელიც 1990 წლიდან იყო მოხმარებაში. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
ტრადიციულ სამგზავრო ბილეთებზე უარის თქმა ეტაპობრივი იქნება:გადახდის ელექტრონულ მეთოდზე საფრანგეთის დედაქალაქი 2025 წლიდან გადავა.
პარიზის მეტრომ ქაღალდის ბილეთებისგან გათავისუფლება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა 100-მდე გაჩერებაზე მათი გაცემის ავტომატები გააუქმა. დარჩენილ აპარატებს 2024 წლიდან გათიშავენ.
ქაღალდის ბილეთებზე უარის თქმით არამხოლოდ ქაღალდის ეკონომიას შეძლებენ, არამედ ნაკლებ საღებავსაც გამოიყენებენ, ამ უკანასკნელის წარმოება კი გარემოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს.
ევროპაში აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყნებში რაც შეიძლება ნაკლები ქაღალდის ნარჩენი იყოს. მაგალითად, გერმანიის მაღაზიებში ქაღალდის ჩეკებზე სურთ უარის თქმა, ხოლო ხორვატიაში საჯარო მოხელეებს პრინტერის გამოყენება აუკრძალეს – დოკუმენტებს ისინი მხოლოდ ელექტრონული სახით ინახავენ და გზავნიან.