LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული აზიური ქალაქი ტურისტებს უფასო ბილეთებს სთავაზობს

127
kv_2

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უცხოელი ვიზიტორები მიიზიდოს და უფასო ბილეთების დარიგება დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

კოვიდ რეგულაციების გაუქმების შემდეგ რეგიონში ტურისტების დასაბრუნებლად, ადგილობრივი ხელისუფლება 2023 წელს 500 ათას ბილეთს გაათამაშებს. მარტში სამგზავრო დოკუმენტების მიღებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები ადამიანები, აპრილში – ჩინელები, მაისში კი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აზიელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეძლებენ.

ვიზიტორებს ფლაგმანი ავიაკომპანია Cathay Pacific, დაბალბიუჯეტიანი HK Express და კერძო გადამზიდი Hongkong Airlines მოემსახურება. ლატარიაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ავიაკომპანიების საიტებზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ და დათქმულ დროს დაელოდონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები