LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ნაცვლად სან-ფრანცისკოში – ავიაკომპანია სკანდალში გაეხვა

50

United Airlines-მა მგზავრი პარიზის ნაცვლად შემთხვევით სან-ფრანცისკოში ჩაიყვანა. ამერიკული ავიაკომპანია მორიგ სკანდალში გაეხვა.

ლუსი ბაჰეტუკილე სასწრაფოდ პარიზში უნდა ჩასულიყო, თუმცა ავიაგადამზიდის თანამშრომელთა შეცდომის გამო 5000 კილომეტრი სრულიად სხვა მიმართულებით  იფრინა. ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ პარიზის რეისის ნომერი შეცვალეს და ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ინგლისურ ენაზე გამოაცხადეს. ფრანგმა ქალბატონმა კი ინგლისური არ იცოდა, ამიტომ არასწორ თვითმფრინავში ჩაჯდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბორტგამცილებლებმა მას არაფერი უთხრეს და ლუსიმ შეცდომა მხოლოდ სან-ფრანცისკოში ჩაფრენის შემდეგ აღმოაჩინა.

ავიაკომპანიასაც სხვა გზა არ ქონდა და მგზავრი საფრანგეთის დედაქალაქში პირველივე რეისით გაუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები