LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 ქართული მარანი მონაწილეობდა

104
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 ქართული მარანი მონაწილეობდა.

„RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. 

„წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ხარისხის მიმართ ნამდვილი ერთგულება დავინახე. საოცარია, რომ 10-12 წლის წინ ექსპორტზე მხოლოდ რამდენიმე მეწარმე იყო ორიენტირებული, ახლა კი ასობით მეწარმე ქმნის მსოფლიო კლასის ღვინოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ განვითარების მომსწრე გავხდი და ასევე ვხედავ, როგორ უმჯობესდება ხარისხი და სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული ღვინო“,  – აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.

RAW Wine Paris 2025”-ზე 15 ქვეყნის 100-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g