LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მძღოლმა მთელი ავტობუსი დაცალა, იმისთვის რომ ინვალიდი გადაეყვანა

89

ავტობუსის მძღოლმა პარიზში ყველა მგზავრი ჩამოსვა, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ინვალიდის ეტლში მყოფი კაცისთვის, ადგილი დაეთმოთ.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში მამაკაცმა გაავრცელა, რომელიც ავტობუსში ასვლას ეტლის გამო ვერ ახერხებდა.

როგორც ის წერს, მძღოლმა მას შემდეგ, რაც ყველა ჩამოსვა, ეტლში მჯდომ მამაკაცს ავტობუსში ადგილის დაკავებაში დაეხმარა და გზა, თავისი ერთადერთი მგზავრით განაგრძო. მძღოლის ვინაობა არ ვრცელდება.

“გუშინ, პარიზში ავტობუსს ველოდებოდი. ვიცინოდი, რადგან არავის სურდა დაეთმო ჩემთვის ავტობუსში ასვლა. როცა ეს მძღოლმა დაინახა, წამოდგა და თქვა, მორჩა ავტობუსი ამ გაჩერების იქით აღარ წავა, ჩაბრძანდით! შემდეგ ჩამოვიდა და მითხრა, ამობრძანდით ავტობუსში, დანარჩენები შემდეგს დაელოდებიან,” – წერს ეტლში ფრანკოს ლე ბერი.

საზოგადოება მძღოლს გმირს უწოდებს. ფრანკოს სტატუსს ათიათასობით გაზიარება და ლაიქი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ავტობუსში ინვალიდისთვის, სულ მცირე 2 ადგილია გამოყოფილი, მისი დაკავება, ყველას შეუძლია, მაგრამ თუ ინვალიდი ამოვიდა, მგზავრი ვალდებულია მას ადგილი დაუთმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები