ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში მიმდინარე დემონტრაციისას 250-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 148 საპატიმროში მოათავსეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, შუადღისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქციაში მონაწილეობდა 151 ათასი ადამიანი, მათ შორის 16 ათასი პარიზში.
საფრანგეთში საპირველმაისო დემონსტრაციები იმართება, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქში. პარიზში დემონსტრაციებს თან ახლავს არეულობაც.