პარიზში პირველი უპილოტო ავტობუსები გამოჩნდა. პარიზის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში ელექტრონული ძრავით აღჭურვილი ორი მინი-ბასი იმოძრავებს.
პროექტს ჯერჯერობით ექსპერიმენტული სახე აქვს და თუკი ის გაამართლებს სატრანსპორტო სისტემა მთლიანად განახლდება. საინტერესოა, რომ ორივე ავტობუსი მათთვის გამოყოფილ განცალკევებულ გზაზე ყოველდღიურად მოკლე მარშრუტს გაივლის. ავტობუსში სულ 12 ადამიანის ადგილია და კომფორტული სალონი ათობით კამერითაა აღჭურვილი, რათა ტრანსპორტმა მოსალოდნელი შეტაკება თავიდან აიცილოს.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსს არ აქვს არა მხოლოდ მძღოლის ადგილი, არამედ მას გამოკვეთილი წინა ან უკანა მხარეც არ გააჩნია და უკანა გზაზე მოუტრიალებლად ბრუნდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროექტი გაამართლებს და სულ მალე ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლაც უპილოტო მატარებლით იქნება შესაძლებელი.