LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში წლის ყველაზე ლამაზი კონცეპტქარი აირჩიეს

77

პარიზის რიგით 32-ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალზე 2016 წლის ყველაზე ლამაზი კონცეპტ ქარი აირჩიეს. ეს წოდება კუპე Renault Trezor-მა მიიღო, რომელიც Jaguar I-Pace-ის, Aston Martin RB001-ისა და DS E-Tense-ის პროტოტიპებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

თავად გამარჯვებული Trezor გასული წლის შემოდგომაზე, პარიზის მოტოორშოუზე გამოჩნდა, მისი ერთ-ერთი გამორჩეულობა სალონში შეღწევის უჩვეულო სისტემაა = ამისათვის საჭიროა აიწიოს დიდი კარბონის სახურავი, რომელიც პრაქტიკულად ძარის მთლიანი ზედა ნაწილია.

ავტომობილს 350- ძალიანი ელექტრო ძრავი აქვს, რომლითაც ფორმულა Е-ს სარბოლო ბოლიდები კომპლექტდებიან. ას კილომეტრს ავტომობილი 4 წამში ავითარებს.

გარდა ამისა, კონცეპტს აქვს ავტონომიური მართვის სისტემა, საჭე სარბოლო ბოლიდების სტილში, OLED ეკრანები Gorilla Glass-ის ეკრანებით და კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა, რომლიც ასევე ფორმულა Е-ს ავტომობილებზე გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები