LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკინგის თანამშრომელმა Lamborghini-ს ორი სუპერქარი დაამტვრია, ზარალის ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია

126
lamborghini

კაზინოს პარკინგზე ორი Lamborghini დაამტვრიეს და სუპერქარების ფასი მილიონ დოლარზე მეტია. ინციდენტი ავსტრალიაში მოხდა და მომხდარში დამნაშავე გახდა თანამშრომელი რომელსაც ავტომობილების დაპარკინგება ევალებოდა. ავარიის შედეგად მხოლოდ მანქანები დაზიანდნენ, თანამშრომელი კი რომელსაც სატერფულები აერია, მცირე ნაკაწრებით გადარჩა.

ერთი Lamborghini-ს მფლობელი ადგილობრივი ბიზნესმენი ლოურენს ექსალანტე აღმოჩნდა და ავარიის დროს ის კაზინოში იმყოფებოდა. ღონისძიებაზე შესვლის წინ მან გასაღები პარკინგის თანამშრომელს გადასცა. ამ უკანასკნელსაც გაზი და მუხრუჭი აერია და მაღალი სიჩქარით მეორე Lamborghini-ს შეასკდა.

კაზინოს წარმომადგენლებმა თავისი თანამშრომლის ბრალი აღიარეს. ამ დროისთვის ინციდენტს პოლიცია იძიებს და მოუწევს თუ არა დამნაშავეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოგვიანებით გაირკვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები