LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებისას შესაძლოა ჯარიმები გაიზარდოს

58

თბილისის მერი კახა კალაძე პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებისას ჯარიმების ოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ჯარიმები ასეთი სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია და 10 ლარს შეადგენს, რაც ვერ უზრუნველყოფს მის აღკვეთას.

კალაძემ კანონპროექტის მომზადება ირაკლი ხმალძეს დაავალა, რათა დროულად იქნას თავიდან აცილებული სამართალდარღვევები და მთლიანად აღიკვეთოს მუნიციპალური პარკირების ადგილებზე მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები