დღეს 10 აპრილია და დღეიდან დედაქალქში პარკირების სიტემის მენეჯმენტს სატრანსპორტო კომპანია განახორიცელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოპანიაში არის სრული მზადყოფნა. ასევე, შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, რომლის მეშვეობით მოქალაქეები შეძლებენ როგორ ჯარიმების, ისე პარკირების საფასურის გადახდას. ასევე, გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას.
“ასევე ამოქმედდება თბილისის პარკირების ცენტრალური ოფისი, რომელიც იქნება ცაბაძის #2-ში, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებისა და ბანკების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღიჭურვებიან შესაბამისი ტექნიკით. ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი კი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისა და პარკირების სიტემის გამართვისთვის,” – განაცხადა კალაძემ.