LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს დახურავს

114
პარლამ

საქართველოს მე-10  მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად დღეს, 18 დეკემბერს დაიხურება.

ახალი მოწვევის პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

დღეს პარლამენტში ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა.

დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.

პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს მინისტრთა კაბინეტს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებს, რაც რიგგარეშე სესიის რეჟიმში მოხდება.

როგორი იქნება გახარიას ახალი კაბინეტი და სავარაუდოდ, ვინ შეცვლის თეა წულუკიანს

შეგახსენებთ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 11  დეკემბერს დაიწყო.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება 90 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ოპოზიცია, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g