LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის დღის წესრიგს შალვა პაპუაშვილი პროფესიონალურად მოემსახურება, ხოლო სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა: გიორგი ვოლსკი

89
გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკის განცხადებით, თუკი საკითხები მხოლოდ გამონათქვამების სიხისტეზე იქნება დამოკიდებული, ეს სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა, როდესაც პოლიტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა.

ასე უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ კახა კუჭავასთან შედარებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი უფრო ხისტ პოლიტიკოსად აღიქმება.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, კუჭავას დიდი ხანია გარკვეული კონცეფცია აქვს და მისი გადადგომა სხა მიზეზით არ მომხდარა.

“საზოგადოებისადმი პატივისცემა ან უპატივცემულობა არ გამოიხატება ამით, იმიტომ რომ არანაკლებ ღირსეული კანდიდატურა წარვადგინეთ” – აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, შალვა პაპუაშვილის გამონათქვამების არსი არ განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რაც აქვს კახა კუჭავას.

“შეიძლება, გამოხატვის ფორმა იყოს სხვა, მაგრამ პარლამენტის დღის წესრიგს შალვა პაპუაშვილი პროფესიონალურად მოემსახურება. თუკი საკითხები მხოლოდ გამონათქვამების სიხისტეზე იქნება დამოკიდებული, ეს სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა, როდესაც პოლიტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მის შემცვლელად მმართველი პარტია პარლამენტს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.

პოპულარულები