პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებმა სკანდირებენ „რუსებო“.
პარალელურად, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას შეასხეს საღებავი.
სამართალდამცავები მობილიზებული არიან, როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე
აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი