პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს.
საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
“თავიდან ბოლომდე მივდევთ ამ მოთხოვნებს. თუ აქ არსებობს რაიმე პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ნება, ეს არის განმცხადებლის პირადი სურვილი, რით არის ეს გამოწვეული, მან უნდა ახსნას ალბათ” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.