პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა.
კანონპროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 15 წავიდა.
როგორც კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი ამ შეთანხმებას ანულირების შემდეგ მოაწერა ხელი და კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება, ასრულებს თუ არა ის ანულირებულ დოკუმენტს.
შეგახსენებთ, “ამნისტიის შესახებ” პროექტის მიხედვით:
? სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს;
? ამნისტია გავრცელდება ასევე იმ პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ამასთან, პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.