LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ

201
fot (1)

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 84-ხმით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ.

კანონის მიხედვით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც ბავშვს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყებას ნაბაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g