LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში შესვლა ნიშნავს „დაჩმორებას“, „ჩმორების“ მოგებული ომი მე არ მინახავს: ზურაბ ჯაფარიძე

127
ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში შესვლა მხოლოდ „შოუს დადგმა” იქნება. მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა თუნდაც საგამოძიებო კომისიის შექმნით აზრს კარგავს, რადგან “ვერაფერს გამოიძიებ”. აღნიშნული განცხადება მან “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

„პარლამენტში შესვლა ნიშნავს თავის დახრას, „დაჩმორებას“. „ჩმორების“ მოგებული ომი მე არ მინახავს. ეს დათმობა არ არის, დაჩმორებაა, რომ არაფერს არ იღებ საერთოდ. ქედს იხრი და შედიხარ პარლამენტში, არაფერს არ იღებ საერთოდ.

საგამოძიებო კომისია ბერკეტი არ არის. ამ პარლამენტში არაფერი არ გამოვა. საბოლოო ჯამში ეგ ყველაფერი მიდის შოთაძესთან და არაფერი გამოვა.

პარლამენტში ნამყოფი ვარ და ვიცი, რა არის პარლამენტი. ახლა არის პოლიტიკური პროცესი დაძრული. ახლა, რაც ხდება ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესია, რომ გაიჭედა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გაცილებით მეტი ვიღაცა გვაქცევს ყურადღებას, ვიდრე აქამდე გვაქცევდა“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g