LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან დაპირისპირებაა, დაკავებულია 10 სამოქალაქო აქტივისტი

109
22

პარლამენტის შენობის წინ ხმაურია. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათი სურვილი იყო, კარვები პარლამენტის უკანა ეზოდან პარლამენტის წინ გადმოეტანათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

„სახლში რომ მიხვალ, იამაყებ ამით? უკანონობას რომ ასრულებთ, ამით იკამათებთ რომელიმე? “- ამ კითხვით აქციის მონაწილემ პოლიციელს მიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია უკანონო ბრძანებას ასრულებს.

„კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, რომ პარლამენტთან კარავი გაშალოს. დაკავებულია გიორგი მუმლაძე, რომლის მიმართაც ყოველთვის აგრესიულობით გამოირჩევიან. მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ“, – აცხადებენ აქტივისტები. 

მათივე განმარტებით, პარლამენტთან კარვის დადგმა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ გაყალბებულ არჩევნები გააპროტესტონ.

„ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიაზე და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ჩვენ არ გავჩერდებით, რაც არ უნდა დეპრესიული აპარატი აამუშაონ“. –  აცხადებენ პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ, რეპრესიები გაძლიერდება.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე მიდის. თუმცა რეპრესიებითა და ძალადობით შედეგს ვერ მიაღწევენ.“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, პარლამენტთან 10 პირია დაკავებული, 173-ე ადმინისტრაციული მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები