უმრავლესობის ინიციატივით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს.
“პოლიტიკურ პარტია მეტი მიზანი არ გააჩნია, ან პარლამენტში უნდა შევიდეს, ან ადგილობრივ ხელისუფლებაში – საკრებულოში. თუკი ის მოიპოვებს მანდატს, ამას არ გამოიყენებს და მაინც უნდა დაფინანსება და ხალხის ფული, ეს არასამართლიანია,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. ოპოზიცია თვლის, რომ პროექტი დისკრიმინაციულია.