LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარტიამ გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი“- რა განცხადებები გაკეთდა ენმ-ს პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ

239
site_715X400 (12)

“პარტიამ გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი… ჩვენთვის მთავარია გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 28-29 იანვარს აირჩევს – რა გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ

„მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც არიან ამ წუთას და დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში. მივესალმები კიდეც, კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდეც მოგვეხერხებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე გაიმართება არაერთი სასამართლო პროცესი და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები, მხარდამჭერები, შევიკრიბებით სასამართლოს ეზოში მაგრამ უმნიშვნელოვანესი თარიღი არის ბოლო თარიღი სასამართლო პროცესისა“, – ამბობს მელია.

როგორც მან პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მნიშვნელოვანია აღსრულდეს მიღებული სხვადასხვა რეზოლუციები, აღსრულდეს სამედიცინო ექსპერტების მიერ დადებული დასკვნები, რომელიც ერთი და იმავეს ამბობს. პროფესორები, აკადემიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა“,- განაცხადა მელიამ.

პეტრე ცისკარიშვილს პარტიის ფინანსების განსაზღვრა შეეზღუდა – ნუგზარ წიკლაური გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს

პარტიაში შარზე არავინ არ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად, ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პარტიას ერთობა სჭირდება.

“შესვლის წინ ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ კამათში და დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებდით, მარტივი მიზეზით – ჩვენთვის ამოცანა არ გახლავთ, რომ პარტიაში ვინმე გავლანძღოთ და ვთქვათ, რომ ვინმემ არასწორად გააკეთა რამე. ჩვენთვის ერთობაა მნიშვნელოვანი. არჩევნების წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად, მათსავე ვერსიას. ამ პარტიაში შარზე არავინ არ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად.

გვინდოდა თუ არა უფრო სწრაფად მომხდარიყო?! რასაკვირველია, გვინდოდა. ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული დრო სჭირდება, ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ და მეტიც, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა სიცოცხლე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ენერგია უნდა იყოს დახარჯული რაიონებში ჩვენს აქტივისტებთან, დედაქალაქში ჩვენს მომხრეებთან საუბრით, რომ რაღაცნაირად უზრუნველყოთ მობილიზაციის გაკეთება, რადგან პოლიტიკურ პროცესებს ოთახიდან ვერც მართავ და ვერც აწარმოებ.

ჩემი საქმე არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და არა პარტიაში განსხვავებები ვეძებო. პარტიას ახლა სჭირდება ერთობა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„საქართველოში, პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული საფრანგეთი“. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს.

„საქართველოს არაფორმალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი არის ფრანგი!
შესაბამისად საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და საფრანგეთის ხელისუფლებას, აქვთ განსაკუთრებული ვალდებულებები ჩვენს სახელმწიფოსთან მიმართებაში!

მათ უნდა გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა საქართველომ არ დაკარგოს დასავლური მომავალი და ციხეში არ მოკვდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!“ . – დაწერა გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g