LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიაში 85% იყო დაავადებული, ლიდერები გამოჯანმრთელების პროცესში არიან, შემდეგ ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე – თევდორაძე

146
maxresdefault

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვის, რაც ლიდერები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდებიან.

“თუ ოპოზიციური სპექტრის განცხადებებთან ერთად ჩვენი განცხადებები არ იყო დაწერილი, ეს არ ნიშნავს, რომ მანდატებზე უარს არ ვამბობთ. ჩვენც უარს ვაცხადებთ მანდატებზე. ახლა კორონაპანდემია ქვეყანაში 5-6%-ს შეეხო და რატომღაც პარტიაში 85% იყო დაავადებული, ქალბატონი ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია გამოჯანმრთელების პროცესში არიან ამ დღეებში ეს პროცესი შედგება, ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე”.-აღნიშნა თევდორაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, ამ დრომდე საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩის სამ წევრს არ მიუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g