პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი, პარტიაში მსახიობ ნატა გულიაშვილის გაწევრიანებას ეხმაურება. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ნატა გულიაშვილი მათი გუნდის წევრი არ არის, პარტიაში გაწევრიანების უფლება კი ყველა მოქალაქეს აქვს.
“მსახიობ ნატა გულიაშვილის გამო მირეკავენ , (ზოგადად ამ ადამიანის საწინააღმდეგო არავის , არაფერი გვაქვს, მითუმეტეს მე) უბრალოდ გეტყვით, რომ ნატა , ჩვენი გუნდის წევრი არ არის, ის გუნდის წევრი არ არის, გუნდი წარმოვადგინეთ ყრილობაზე, პარტიაში გაწევრიანების უფლება კი ყველა მოქალაქეს აქვს, კონსტიტუციური უფლებაა. რატომ ლანძღავს ზოგიერთი” ამ ადამიანს- გაუგებარია, თუმცა ყანდურ- ყანდიაშვილის ტროლები, სულ გადამავიწყდნენ
რუსთაველის 12 ნომრიდან.მე კი, ნამდვილად მესმის ყანდიაშვილ- ფოფხაძის ბანდის, რატომ შეწუხდნენ?! სწორადაც, რადგან მათ კი უნდა ეშინოდეთ-” კანონი და სამართლის”- წერს თაკო ჩარკვიანი
კანონი და სამართალი – ამ სახელწოდებით დააფუძნა დღეს თაკო ჩარკვიანმა პარტია და ყრილობაზე წარადგინა გუნდის წევრებიც, მათ შორის არიან: ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე.
ყრილობას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები. დამსწრე აუდიტორიისთვის სიტყვით მიმართვისას პარტიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ისინი სწორედ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად იმუშავებენ, მოვიდნენ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობით.
ყრილობას დაესწრო მსახიობი ნატა გულიაშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლა უსამართლობასთან საბრძოლველად გადაწყვიტა.