LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიებმა კანონის ფარგლებში იმოქმედონ, მედიამ კეთილსინდისიერად გააშუქოს: “ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეშფოთებულია:

113
104818979-3587770844567048-5628509922871274838-o

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ძალადობების ფაქტებს ეხმაურება, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა. ცენტრი 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის ინციდენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. მათი შეფასებით, ამ პერიოდში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტები მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ჟურნალისტებზე, პროფესიული საქმიანობის მოვალეობის შესრულების დროს დაფიქსირებული თავდასხმის ფაქტებია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში “ქართული ოცნებისა” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან და 2020 წლის 29 ოქტომბერს მარნეულში, ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოებს უმოკლეს დროში, დროული და ეფექტიანი საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს, რადგან მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა მშვიდობიან გარემოში შეძლონ წინასაარჩევნო პოლიტიკის წარმართვა, ხოლო ჟურნალისტებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო გარემო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, პრობლემურია ის ფაქტი, რომ საზოგადოება ინციდენტებთან დაკავშირებით, ინფორმაციას განსხვავებული ფორმით იღებს, ამის მიზეზი კი იშვიათი დაბალანსებული გაშუქებაა, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას.

ისინი პარტიებს მოუწოდებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისი აქტივობები, კანონით დადგენილ ჩარჩოებში, მშვიდობიანი ფორმით განახორციელონ. მედიასაშუალებებმა კი კეთილსინდისიერად შეასრულონ, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა. მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ფაქტის და შეხედულების დაბალანსებულად და არადისკრიმინაციულად გაშუქება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები