LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, გვერდიდან აკვირდება , დანაშაულის წახალისება ხდება – სამნიძე დმანისის დაძაბულობაზე

57
BeFunky-collage (22)

ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელიც დროულ რეაგირებას არ ახდენს ასეთი ტიპის დანაშაულებზე, – ასე გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე „რესპუბლიკური პარტიიდან“ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებას. როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ხელისუფლება დამკვირვებლის პოზიციაშია და თუ დროულად არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

“ჩვენ ვხედავთ ლოდინის ფაქტებს, ხელისუფლება გვერდიდან აკვირდება პროცესს და მყისიერად არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ სამართალდამცველებმა მიიღონ შესაბამისი ზომები და დასაჯონ დამნაშავე. ამით რა თქმა უნდა, დანაშაულის წახალისება ხდება.

ბუნებრივია, როდესაც არ არის დასჯილი დამნაშავე ნებისმიერი მცირე კონფლიქტიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო ღრმა დაპირისპირებაში. ამ საფრთხეებს ვხედავ და იმედია, ხელისუფლება განგაშის ზარის შემდეგ, რომელიც ყველამ აღნიშნა, დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას და არ შეხედავს ამას, როგორც რაღაც ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებას, რომელიც უკვე ისე გაღრმავდა სჭირდება სწორი გადაწყვეტილებით რეაგირება ხელისუფლების მხრიდან”.- აგნაცხადა ხათუნა სამნიძემ “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეების ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები