ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა რიოში, კარნავალზე იმყოფებიან. 57 წლის მსახიობი და 27 წლის მოდელი პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა Baile da Arara-ის დღესასწაულზე მიემართებოდნენ.
ამ დღეს კასელს შავი შარვალი ეცვა, შიშველ სხეულზე კი საკარნავალო მორთულობები ეკეთა, ასეთივე სამკაულები ეკეთა ნარას.
მოგვიანებით კასელმა ფოტოები ინსტაგრამ სთორიშიც გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოში ის და ნარა წყალში არიან და ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებიან.
„პატარა გოგოებმა სულ გააგიჟეს“, „ბრწყინვალედ გამოიყურება“, „60 წელს მიტანებული კასელი გაიფურჩქნა“, – არ წყდება კომენტარები.
ვენსან კასელის შეყვარებული ორსულადაა? – 57 წლის მსახიობი 27 წლის ნარა ბაპტისტას ვიდეოს ავრცელებს
„რატომ შიშვლდება ვენსან კასელის ყველა ქალი?“ – ნარა ბაპტისტა ცხელი ფოტოების სერია გვიზიარებს