LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ხარ და გენდომება უკვე“ – შეტყობინების ავტორი მოწმის სახით დაიკითხა

143

„პატარა ხარ და გენდომება უკვე“ – ეს შეტყობინება, სავარაუდოდ, სამცხე-ჯავახეთის მხარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა არასრულწლოვან გოგონას მიწერა. პირს სოციალური ქსელის პროფილზე ეწერა, რომ მუშაობდა შსს-ში, თუმცა როგორც უწყებაში „ფორტუნას“ განუცხადეს, პირის სოციალურ გვერდზე მითითებული სახელითა და გვარით უწყებაში არც არავინ მუშაობდა და არც ახლა მუშაობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. თავად შეტყობინებსი ავტორი დღეს შსს-ში მოწმის სახით გამოიკითხა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, უწყებაში ახლა მისი იდენტიფიცირება დგინდება, რის შემდეგაც მასაც გამოკითხავენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანს მამაკაცი სექსუალური შინაარსის შეტყობინებას მას შემდეგ წერს, რაც იგებს, რომ გოგონა 15 წლისაა. მიმოწერის შინაარსს „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

  • „რა გქვია?
  • [დაფარულია და არ ჩანს]
  • რამდენის ხარ?
  • 15
  • პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები