პრინცესა ევგენიამ და მისმა მეუღლემ ვაჟის, პატარა აუგუსტის ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც 9 თებერვალს ერთი წელი შეუსრულდა.
„დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო პატარა. შენ ანათებ ჩვენს დღეებს და ძალიან ვამაყობთ შენით“, – ნათქვამია სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
პრინცესა ევგენიას, ჯეკ ბრუკსბენკისა და მათი ვაჟის ფოტო მთებში დასვენების დროს არის გადაღებული. ინტერნეტში ასევე ვრცელდება პატარა აუგუსტის ფოტო თავისი ოთახიდან, აქ ის ზურგით არის გადაღებული.
პრინცესა ევგენიას ქმარი იახტაზე მოდელებთან ერთად გამოიჭირეს – მორიგი სკანდალი სამეფო ოჯახში