LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა საბამ მეზობელს ჰკითხა, ამაღამ სად დავიძინებთო…მათ ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს”

937
75653244-343922483147925-4348633294615609344-n

ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ოჯახს სახლი დაეწვა და ისინი, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩნენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ოჯახის ტრაგედიაზე. პოსტის ავტორი მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს და წერს, რომ მათ ელემენტარულად ტანსაცმელიც კი არ აქვთ, რადგან ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა.

„მეგობრებო! ეს ორი პატარა ანგელოზი ვან-ზომლეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გიორგი და საბა პატარავები არიან. გუშინ მათ ოჯახს ტრაგედია დაატყდათ თავს. სახლი დაეწვათ. მათ ის ტანსაცმელი შერჩათ რაც ზედ ეცვათ. როცა

იმ დღეს ბავშვებთან მივედი და ვნახე გული დამეწვა.

პატარა საბამ მეზობელს შეეკითხა “ამაღამ სად დავიძინებთო”. მათ ხანძარმა ყველაფერი გაუნადგურა ისინი ახალ წელს ღია ცის ქვეშ ხვდებიან. მეგობრებო, გთხოვთ გავერთიანდეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ პატარავების ოჯახს. მოდით სიკეთეში მივბაძოთ ერთმანეთს რათა პატარებს ლამაზი ახალი წელი გაუთენდეთ”, – წერია სოციალურ ქსელში.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ამგარიშზე: GE14LB0711130627699000 ან პირადი ნომრით 46001010177 გიორგი მახარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები