LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა სახლი ხდება სტუდია, ეს ხდება სახლში” – ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემებს საკუთარ ბინაში წერს

1566
ნანუკაჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ არ იხურება და ეთერში კვლავ გადის. წამყვანმა სტუდია არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარ სახლში მოაწყო. შინ ნანუკასთან – ჟორჟოლიანი ერთგულ მაყურებელს კვლავ ყოველ ოთხშაბათს გეპატიჟებათ.

“10-ჯერ და 12-ჯერ თავიდან დაწყებული ცხოვრება, ხშირად დამღლელია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ყველა გამოწვევის შემდეგ იწყება, ახალი და საინტერესო ეტაპი, ყოველ შემთხვევაში ჩემს შემთხვევაშიც ასეა. მე ვარ დარწმუნებული, ჩემს ცხოვრებაში იწყება ახალი და უფრო საინტერესო ეტაპი. რაც უფრო წლები გადის და ასაკი მემატება, ვრწმუნდები, რომ რაც არ გვკლავს, სინამდვილეში მართლა გვაძლიერებს.

ნანუკას გადაცემა გრძელდება, სპონსორების ნაწილი გვყავს, ნაწილსაც მოვიძიებთ. ეს გადაცემა სხვა ფორმატში, სხვა კუთხით გააგრძელებს არსებობას, ფორმატზე ვფიქრობთ. ეს გამოწვევა ჩემთვის იქნება ძალიან კარგი მიზეზი ვიყო უფრო ძლიერი ვიდრე ვიყავი აქამდე და უფრო დამოუკიდებელი ვიდრე ვიყავი აქამდე, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ.
მე მგონია, რომ ჩვენ გადავრჩებით, ჩვენ ვიარსებებთ, განსაკუთრებით ახლა, საქართველოს ისტორიის ამ ეპიზოდში, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობა, ჩვენ მაუწყებლობას არ შევწყვეტთ, ამისთვის ვიბრძვით და ვაკეთებთ ყველაფერს”, – მიმართავს მაყურებელს ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები