LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი მზად არის პატიებისთვის: მეუფე ნიკოლოზი

98
მეუფე ნიკალოზი

მეუფე პეტრემ არა მარტო პატრიარქს მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ მთლიანად ხალხს, მათ შორის მღვდელმთავრებს,- ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ ქადაგებაზე პატრიარქის მიერ მეუფე პეტრეს უძღებ შვილზე შედარება, შენდობაზე მიანიშნებს.

”პატრიარქი საოცრად მოწყალე ადამიანია. ის არის როგორც მამა, რომელიც მზად არის, მიუტევოს თავის შვილს თავისი შეცოდება და სხვათაშორის, იესო ქრისტე მზად იყო იმისთვის, რომ იუდასთვის მიეტოვებინა ცოდვა. საიდან ჩანს იცით ეს? იესო ქრისტემ მიუტევა ცოდვა პეტრეს. მამები ამბობენ, რომ პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს, უფალს უღალატეს. იმან შიშით უღატა, ამან ვერცხლის მოყვარეობით, მაგრამ ღალატი მაინც ღალატია. პეტრე მოვიდა და შეინანა, მას უფალმა აპატია. იუდა რომ მოსულიყო და შეენანებინა, მასაც აპატიებდა. პატრიარქი მზად არის პატიებისთვის. მეუფე პეტრემ მარტო პატრიარქს არ მიაყენა შეურაცხყოფა, მთელ ხალხს მიაყენა, მათ შორის მღვდელმთავრებს”. – განმარტა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, დარწმუნებული ვარ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში: ილია II

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები