LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქმა კირილმა უკრაინელებსა და რუსებს შერიგებისკენ მოუწოდა

150
კირილი

რუსეთის პატრიარქი კირილი, უკრაინელ და რუს ერებს „შერიგებისკენ მოუწოდებს“ და თავის ქადაგებაში ამბობს, რომ რუსეთი საბედისწერო გამოწვევების წინაშე დგას.

ქადაგებაში კირილი რუსეთის ისტორიულ ნაწილად მოიხსენიებს ბელარუსს და უკრაინას.

„უფალმა შეიწყალოს მთელი ისტორიული რუსეთი. ჩვენი რუსული სახელმწიფო დღეს მართლაც მრავალი სახიფათო, მაგრამ ამავე დროს საბედისწერო გამოწვევის წინაშე დგას. კიდევ უფრო გააძლიეროს ძმური კავშირები წმინდა რუსეთის შემადგენელ ხალხებს შორის. დღეს ეს ამოცანა ჩვენი ეკლესიის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენი ეკლესია არის სრულიად რუსეთის ეკლესია. როგორც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ქვეყნები და ხალხები, რომლებიც ამ ისტორიულ რუსეთს ქმნიან, ჩვენი სამწყსო მსახურების ადგილია. ეს ნიშნავს, რომ წარმოშობილ პრობლემებს თან უნდა ახლდეს ჩვენი მხურვალე ლოცვა, რომ უფალმა, უპირველეს ყოვლისა, შეარიგოს ხალხი…

ამიტომ, ჩემი სიტყვა დღეს – რუსებს, უკრაინელებს და ბელარუსებს – და ყველას, ვინც შედის წმინდა რუსეთის ისტორიულ რეალობაში, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კაცობრიობის მტერი (ეშმაკი)  მტრობის თესლის დათესვით, ვერ მიაღწიოს იმას, რომ ძმა აჯანყდეს ძმის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს და აღმოიფხვრას საშინაო ომის ყველა მცდელობა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და ძმური სიყვარული იყოს ისტორიული რუსეთის ყველა ხალხში“, – აღნიშნა კირილმა.

„სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას“ – ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g