LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქს სისხლდენის შეჩერებისთვის ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა… იმყოფება ინტუბირებულ მდგომარეობაში“ – კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი

220
ილია მეორე, სოფიო ასპანიძე

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“ – კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, ილია მეორის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.

ასპანიძის ინფორმაციით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურებისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში – ინტუბირებულ მდგომარეობაში. პაციენტმა ღამის სამ საათზე მოგვმართა”,- განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g