LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიოტთა ალიანსი ადა მარშანიას მოსკოვში უშვებს

295
Untitled (11)

ქვეყანა დღეს დგას ძალიან სერიოზული საფრთხეების და გამოწვევის წინაშე – ეს ეხება დავით გარეჯს, სიღარიბეს, პოლიტიკურ კონფიგურაციას ქვეყანაში, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკას. დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის საფრთხის წინაშე და საჭიროა არა კოცონების დანთება ჩვენი ქვეყნის გარშემო, არამედ ამ კოცონების ჩაქრობა,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც მხარდამჭერებს ხვდება.

პარტიის ლიდერებმა ტრადიციულად ისაუბრეს სამხედრო მიუმხრობლობისა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე. როგორც დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა , რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ერთადერთ გზას ხედავს იმაში, რომ ადა მარშანია გაუშვან მოსკოვში.

“მარშანია არის აფხაზეთში გაზრდილი და დაბადებული აფხაზი. რომელიც იბრძვის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აფხაზეთი და ეუბნებიან კრემლის აგენტი ხარ, მოღალატე ხარო, ვისი მოღალატეა, ბიჭო? ეს უტვინოები, ვის ღალატობს?” — განაცხადა on.ge-სთან დავით თარხან-მოურავმა.

სპორტის სასახლეში იმყოფებიან პარტიის ლიდერები. შეხვედრაზე აცხადებენ, რომ რეზოლუცია, რომელიც ბოკერი-სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითვალისწინებდა, პარლამენტში არ უნდა ჩავარდნილიყო. ასევე, შეხვედრაზე აპროტესტებენ დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობას.

 

 

magti 5g