LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრულმა ლეკვი სიკვდილს გადაარჩინა (ფოტოები)

284
lekvi

ფეისბუქმომხმარებელი ნინო ცხადაძე, რომელიც შსს-ს თანამშრომელია, სოციალურ ქსელში წერს, რომ პატრულმა ლეკვი სიკვდილს გადაარჩინა. პოსტიდან ირკვევა, რომ ლეკვი აღმაშენებლის ხეივანში გზის გადაჭრას ცდილობდა.

„ეს პაწაწინა არსება ამიერიდან უსაფრთხოდ იქნება. ცოტა ხნის წინ ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იპოვა. როგორც ჩანს დაიკარგა და ქალაქის ყველაზე დიდ ქუჩაზე სულ მარტო აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ აღამაშენებლის ხეივანში როგორი ინტენსიური მოძრაობაა, კვირა და ნახევრად ცარიელი ქუჩები არ აისახება ამ გზაზე, ჰოდა ეს ლეკვუნია უშედეგოდ ცდილობდა გზის გადაჭრას, მანქანები კი ცდილობდნენ გვერდი აევლოთ, სწორედ ამ დროს შეამჩნიეს ბიჭებმა ეს შტერუკა და გადაარჩინეს საფრთხეს უკვე კარგად იქნება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა წაიყვანეს. სანამ მოვიდოდნენ ეკიპაჟში მოიკალათა ცოტა ვაპოზიორეთ, უსაყვარლესია“, წერს ნინო ცხადაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g