LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელე : ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა “არსენალში

169

მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა  პელე თვლის, რომ დღესდღეობით გახსნილ ფეხბურთს ცოტა გუნდი თამაშობს. მისი თქმით, ყველაზე მეტად შემტევ თამაშს ლონდონის “არსენალი” უჩვენებს და ამიტომ, სიამოვნებით დაიცავდა ამ კლუბის ღირსებას.

“ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა “არსენალში” თამაში. მიყვარს ის გუნდები, რომლებიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. დღეს ასეთი კლუბის მოძებნა რთულია. “ბარსელონა” თავისი სტილით ყველაზე მეტად “სანტოსსა” და 1970 წლის ბრაზილიის ნაკრებს მაგონებს. “ჩელსისა” და “არსენალს” შორის ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, “მეთოფეებს” ავირჩევდი”, – პელეს სიტყვებს “Espn”-ი ციტირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები