LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელეზე მაგარი: ყველაზე ტიტულიანი ბრაზილიელი ალვეშია

22

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა თვით პელეს გაასწრო და ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ბრაზილიელი გახდა.

ალვეში ამ უქმეებზე „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ეს კი მისი 30-ე ტიტულია, რამაც ისტორიაში შეიყვანა. 22 ტიტული ალვეშმა „ბარსელონაში“ მოიგო, ხუთი – „სევილიაში“ და სამიც – ნაკრებში.

აქამდე ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი ბრაზილიიდან, არც მეტი არც ნაკლები, პელე იყო. ფეხბურთის მეფის აქტივში 29 ტიტულია, მათ შორის სამი მსოფლიო ჩემპიონატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები