LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი ესპანეთის დედოფალმა მოინახულა (ფოტო)

232

მადრიდში რეჟისორ ფერნანდო ტრუებას ახალი ფილმის La Reina De España-ს გადაღებები მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლს პენელოპა კრუსი ასრულებს.

გადასაღებ მოედანს საპატიო სტუმრის ამპლუაში ესპანეთის დედოფალი, ლეტიცია ესტუმრა. 43 წლის მონარქის გამოჩენა გადამღები ჯგუფისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. განსაკუთრებით თბილი იყო დედოფლისა და ოსკაროსანი პენელოპა კრუსის შეხვედრა. მათ დიდ ხანს ისაუბრეს და გადასაღები მოედნის ტერიტორიაზეც გაისეირნეს.

42 წლის კრუსი ტრადიციულ ესპანურ სამოსში იყო გამოწყობილი. პრინცესა ლეტიციას კი ელეგანტური თეთრი ლაბადა და შავი შარვალი ეცვა.

ახალი ფილმი The Girl Of Your Dreams-ის გაგრძელებაა, სადაც პენელოპა კრუსი ცნობილი მსახიობის როლს ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g