პენელოპა კრუსის გარეგნობა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. მსახიობი NBC-ის დღის შოუში სტუმრობისას საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, როცა წამყვანი შეეცადა გამოეტეხა მსახიობი, რომ მას ცუდი ფეხები აქვს. წამყავნი კრუსის განცხადების ერთგვარ ციტირებას აკეთებდა, რაც მსახიობმა სასტიკად გააპროტესტა: „არა, მე არასოდეს მითქვამს ეს“ – განაცხადა 41 წლის კრუსმა.
ამავე დღეს პენელოპა კრუსი ჯიმი ფელონის შოუს ესტუმრა, სადაც მოკლე სექსუალურ კაბაში გამოჩნდა. ეს გახლდათ მინი შავი კაბა კაროლინა ჰერერას 2016 წლის პრე-შემოდგომის კოლექციიდან. მსახიობი ამაყად გამოვიდა სტუდიაში, სადაც დამსწრე საზოგადოება მას აპლოდისმენტებით შეხვდა. კრუსმა წამყვანთან ერთად ახალი ფილმის Zoolander 2-ის პრემიერაზე ისაუბრა და ფანტასტიური დრო გაატარა ჯიმი ფელონის პოპულარულ შოუში.
