LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

86

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებაში მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადაა 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები