LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიით უზრუნველყოფილი სესხი საქართველოში 360 ათას პენსიონერს აქვს

124
პენსია

“ლიბერთი ბანკის” მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხი ამჟამად 360 ათას მომხმარებელს აქვს.

ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, ამ კრედიტების ჯამი 334 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 924 ლარს შეადგენდა. მთლიანობაში საპენსიო სესხებზე ბანკის საკრედიტო პორტფელის 14% მოდის.

ამასთან, მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 35.4%-ს შეადგენდა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.

მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს. 

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g