LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერმა პოლიციაში 7 ათასჯერ დარეკა ლანძღვა-გინებით და საბოლოოდ ციხეში მოხვდა

121
FORTUNA.GE (19)

ბრიტანეთის მკვიდრი ციხეში მოხვდა მას შემდეგ, რაც პოლიციასა და სასწრაფოში 7 ათასჯერ დარეკა. Sussex Express-ის ინფორმაციით, მამაკაცი ოპერატორებს მხოლოდ გასალანძღად ურეკავდა.

77 წლის როჯერ ჯექსონმა დანაშაული სასამართლოზე უკვე აღიარა, თუმცა მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. 2020 წლის სექტემბერში პენსიონერმა 400 საათი დახარჯა იმისთვის, რომ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ოპერატორებთან ეჩხუბა. ის არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ოფიცრებისა და ექიმების შეურაცხყოფა დაუშვებელი იყო, საბოლოოდ კი დაპატიმრება მოუხდათ.

„მხოლოდ ერთ ყალბ ზარსაც კი შეუძლია, რომ ჩვენი ყურადღება უაზროდ მოაცდინოს და დაიკარგოს რესურსი, რომელიც შესაძლოა იმ წამს ვიღაცას ძალიან სჭირდებოდეს.“ – აღნიშნა გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენელმა.

ჯექსონს ციხეში 3 წლისა და 3 თვის გატარება მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები